„ბოლნელები“ ტრაპიზონიდან გამარჯვებულები ბრუნდებიან

0

ტრაპიზონში გამართული ცეკვების საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე პირველი ადგილი 500 თავდადებული ბოლნელის სახელობის ქალაქ ბოლნისის ქართული ეროვნული ცეკვების სახალხო ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ბოლნელმა“ მოიპოვა.

შეგახსენებთ, ანსამბლი ერთი კვირის წინ თურქეთში  გაემგზავრა, სადაც ხალხთა ცეკვების საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე მიიღო მონაწილეობა. კონკურსზე 14 ქვეყნის სახელმწიფო და საუნივერსიტეტო ანსამბლები  მონაწილეობდნენ. შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფით დაკომპლექტებული „ბოლნელები“ ტრაპიზონში საინტერესო და განახლებული რეპერტუარით წარსდგნენ.

ანსამბლი ტრაპიზონიდან ხვალ დაბრუნდება  და ბათუმში სუხიშვილების სახელობის კონკურსში ჩაერთვება.


Share.

Leave A Reply