ზაფხულის შვიდი დღე და ორი ფესტივალი

0

1 ივლისიდან 7 ივლისის ჩათვლით ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბავშვთა და მოზარდთა თეატრი „საზღაპრეთი“ მონაწილეობდა  ახალგაზრდულ და მოზარდთა ოცდაემეოთხე საერთაშორისო ფესტივალზე „ჩემი ლამაზი ქვეყანა – ქობულეთი 2017“, სადაც ჟიურის წინაშე „საზღაპრეთი“ ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციით „მზეო ამოდი ამოდი“ წარსდგა. აღნიშნულ ფესტივალზე ნორჩი შემსრულებლები, საუკეთესო საშემსრულებლო ოსტატობისთვის, სპეციალური პრიზითა და ლაურეატის წოდებით დაჯილდოვდნენ. როგორც ჩვენთან საუბარში  „საზღაპრეთის“ რეჟისორმა იზოლდა ნიავაძემ  აღნიშნა მათ  მონაწილეობა მიიღეს ბათუმში გამართულ მეორე საერთაშორისო ფესტივალზეც „მზიანი საქართველო“ , სადაც თეატრი ფესტივალის მედლით დაჯილდოვდა და მოიპოვა ნომინაცია „ჟიურის სიმპატია“.

იზოლდა ნიავაძე, რეჟისორი:

-მიუხედავად იმისა, რომ ორივე ფესტივალი ხელოვნების სხვდასხვა ჟანრს მოიცავდა, მაინც რადიკალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან „ჩემი ლამაზი ქვეყანა“ ძალიან აკადემიურია, რომელიც 25-ე საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ემზადება, „მზიანი საქართველო“ კი შედარებით „ახალგაზრდა“ ფესტივალია. არაჩვეულებრივად თბილი, ხალხური და თეატრალური. მიხარია, რომ ხელმძღვანელობის დახმარებით,  მშობლების და ბავშვების მონდომებით ორივე ფესტივალზე მივიღეთ მონაწილეობა.


Share.

Leave A Reply