„უგას თასი”

0

15 ივლისს ბოლნისის კუტურისა და დასვენების პარკში, ლევან უგულავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართა მინი ფეხბურთში ,,უგას თასზე“, სადაც ქ. ბოლნისისა და დაბა კაზრეთის მოყვარულ ფეხბურთელთა გუნდები იღებდნენ მონაწილეობას. ფინალურ შეხვედრაზე ერთმანეთს ფალიაშვილის, როტერდამის, ჩელსის და დაბა კაზრეთის გუნდები დაუპირისპირდნენ. პირველი ადგილი და ტურნირის ჩემპიონის ტიტული დაბა კაზრეთის გუნდმა მოიპოვა, ხოლო მეორე და მესამე ადგილი ფალიაშვილისა და როტერდამის გუნდებმა გაინაწილეს. პირველი ადგილის გამარჯვებულს ,,უგას თასთან“ ერთად, ფულადი ჯილდო 500 ლარი გადაეცა, მეორე ადგილის მფლობელს 300, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი 200 ლარით დაჯილდოვდა.

ტურნირი მინი ფეხბურთში ლევან უგულავას მეგობრებისა და მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გაიმართა. გიორგი სვანიძე ტურნირის ორგანიზატორი:

– დღეს ლევანი 29 წლის გახდებოდა და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ფინალური შეხვედრა დღევანდელ დღეს გაგვემართა, ჩვენი სურვილია რომ ყოველ წელს გაიმართოს ,,უგას თასზე“ ტურნირი, ვინაიდან ლევანი ამას იმსახურებდა, იგი ყველასათვის საყვარელი ბოლნისელი იყო. მინდა ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა ვინც მცირედი წვლილიც კი შეიტანა აღნიშნულ ტურნირზე. საპრიზო თანხა მუნიციპალიტეტთან ერთად საზოგადოების მხრიდანაც შეგროვდა.

დიმიტრი მოდებაძე:

– ლევანის მეგობრებისა და მუნიციპალიტეტის გვერდში დგომითა და დახმარებით მოხდა ტურნირის ორგანიზება. კარგი იქნება თუ ეს ტურნირი ტრადიციულ სახეს მიიღებს, უფრო მაშტაბური გახდება და გაიზრდება მონაწილე გუნდების რაოდენობა. ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ მსგავს ღონისძიებებს.


Share.

Leave A Reply