როგორი დახვედრა მოუწყვეს ანსამბლ „ბოლნელს”

0

შეძახილები, ტაში, ემოციები, სიხარულის ცრემლები და ფოიერვერკები – ასე დახვდნენ  ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ბოლნელს“ ბოლნისელები. წუხელ  ქორეოგრაფიული ანსამბლი ორ კვირიანი გასვლითი ღონისძიებებიდან წარმატებით და ღირსეულად დაბრუნდა. ქალაქ ტრაპიზონში ბოლნისის ეროვნული ცეკვების სახალხო ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ხალხთა ცეკვების საერთაშროსო კონკურს-ფესტივალზე მიიღო მონაწილეობა, სადაც 12 ქვეყნის სახელმწიფო და საუნივერსიტეტო ანსამბლები გამოდიოდნენ, ანსამბლი „ბოლნელი“ კონკურს-ფესტივალის პირველი ადგილის მფლობელი გახდა. „ბოლნელები“ ტრაპიზონში საინტერესო და განახლებული რეპერტუარით წარსდგნენ. თურქეთიდან დაბრუნებული ანსამბლი ქალაქ ბათუმში სუხიშვილების სახელობის კონკურსშიც  ჩაერთო და მეორე ადგილი დაიკავა.


Share.

Leave A Reply