ბოლნისში ენტემოლოგთა ჯგუფი მუშაობს

0

მიმდინარე წლის ივლისის თვეში სოფელ ფარიზში მცხოვრებ ახალგაზრდა მამაკაცს დენგეს დაავადება დაუდგინდა. დაავადება გავრცელებულია ტროპიკულ ქვეყნებში, განსაკუთრებით ინდოეთში. საქართველოში, კერძოდ, ჩვენს რეგიონში ამ დაავადების პირველი  შემთხვევაა, რაც შეეხება წყაროს,  რითაც  ეს დაავადება ვრცელდება, არის გარკვეული სახეობის კოღო.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ენტემოლოგთა ჯგუფი 10 დღის განმავლობაში იმუშავებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის 10 სოფელში, სინათლის ხაფანგის გამოყენებით მოიპოვებენ მასალას. აედესის გვარის კოღოს აღმოჩენის შემთხვევაში კი დაავადებული პაციენტის საცხოვრებელი სახლიდან 400 მეტრის რადიუსით   უკვე დანომრილ სახლებში ჩატარდება სადეზინსექციო სამუშაოები მწერების წინააღმდეგ.


Share.

Leave A Reply