მოსახლეობის საყურადღებოდ!

0

ბოლო პერიოდში ბოლნისის მუნიციპალიტეტის ვენახებში გამოჩნდა დაავადება, რომელიც საკმაოდ მომძლავრდა და გარკვეული ზიანი მიაყენა როგორც არენდატორებს, ასევე კერძო მოსახლეობას. ვენახის დავადება, რომელიც ამ ბოლო დროს დაფიქსირდა, ხშირად ერევათ ისეთ დაავადებაში, როგორიცაა ვაზის ჭრაქი. ეს არის ვაზის ანთრაქნოზი, რომელსაც შემდეგი ძირითადი ნიშნები ახასიათებს: პირველად ავადდება ვაზის რქა, რქას უჩნდება ლაქები და  ელიფსური ფორმა ეძლევა. შემდეგ ლაქა, მოშაო ხდება და ხმება, შავი ლაქა შემდეგ გადადის ყლორტზე, ყლორტი იგრიხება, დეფორმაციას იცვლის ან ხმება. შემდეგ გადადის ფოთოლზე, ანთრაქნოზის შემთხვევაში  ფოთოლზე ჩნდება მოწითალო ფერის ლაქები, რომელიც ნელ-ნელა ხმება, რაც  შეეხება ნაყოფს, აქ ორი შემთხვევაა, თუ ლაქა გაჩნდა მტევნის ცალ მხარეს, მაშინ მარცვალი ცალ მხარეს ვითარდება. ხოლო ლაქა თუ ორივე მხარეს დაფიქსირდა, მაშინ ნაყოფი ხმება, ზედვე იწყებს ჭკნობას და ცვენას. ანთრაქნოზი ემართება ძირითადად ევროპული ჯიშის ყურძნის სახეობას და ასევე ამერიკულ საძირეზე დამყნობილ ყურძენს, რაც შეეხება ქართულ აბორიგენულ ჯიშს, ის იშვიათად ავადდება  და ნაკლები ხარისხით.

ანთრაქნოზთან ბრძოლის ღონისძიებები:

როდესაც დაფიქსირდება აღნიშნული დაავადება, მის შესაჩერებლად საკმაოდ ეფექტურია ქიმიური ბრძოლის მეთოდები, როგორც სურსათის უვნებლობის სამსახურის მცენარეთა დაცვის სპეციალისტმა ლია ბეჟანიშვილმა  ჩვენთან საუბარში ახსენა, პრევენციისთვის  კვადრის მაქსის პრეპარატს უნდა დაამატოს იტალიური ბორდო და ამ ორი ძლიერი ფუნგიციდის მეშვეობით მოხდეს ვაზის წამლობა. მისივე თქმით, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ათრაქროზით დაავადებული ყურძნის შაქრიანობა ნაკლებია, რომელიც შემდგომ ღვინის ხარიხსზეც აისახება.

დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე 591 91 48 55.


Share.

Leave A Reply