ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურმა საკრებულოს ანგარიში წარუდგინა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურმა ბოლნისის საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლებს 2017 წლის მეორე კვარტლის ანგარიში წარუდგინა. შეხვედრა მუნიციპალიტეტის სხდომათა მცირე დარბაზში გაიმართა, სადაც ძირითადად განხილული იქნა 2017-18 წლებში განხორციელებული და დაგეგმილი პრიორიტეტული პროგრამები, კერძოდ: სოციალურად  დაუცველი ოჯახების  ერთჯერადი მატერიალური სამკურნალო და მედიკამენტოზური დახმარება,  შეხვედრისას ასევე დეტალურად იქნა განხილული მუნიციპალური პენსიები, რომელიც ითვალისწინებს შემდეგი დაავადების მქონე პირების დახმარებას:

  1. მხედველობის მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობების მქონე პირები.
  2. რეინტეგრირებული ბავშვები
  3. 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები.
  4. შშმ პირები, რომლებიც ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას, არ ჰყავთ მეურვე/მზრუნველი და საჭიროებენ მომვლელის დახმარებას.
  5. დიალეზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარები
  6. ყრუ-მუნჯები

საკრებულოზე  ისაუბრეს მინდობით აღზრდის პროგრამაზეც, რომელიც ითვალისწინებს  მინდობით აღზრდის პროგრამაში ჩართული 18 წლამდე ასაკის პირის ოჯახურ გარემოში აღზრდის უზრუნველყოფას.

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში პროგრამითაა ასევე გათვლილი სოციალურად დაუცველი ოჯახების( სულ 58 ოჯახი) კომუნალური გადასახადებით უზრუნველყოფა (ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი).

2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიოდან მეორე კვარტალში 186 სტუდენტის ყოველთვიურ სტიპენდიებზე 27 850 ლარი გაიხარჯა. ასევე მიმდინარე წელს მოქმედებს მოსახლეობის საშეშე მერქნით უზრუნველყოფის პროგრამა, რომლითაც სარგებელობა შემდეგ პირებს შეუძლიათ:

ა) სოციალურად დაუცველი (65 000-მდე სარეინტიგო ქულა) შშმ პირების ოჯახები.

ბ) სოციალურად დაუცველი (65 000-მდე სარეიტინგო ქულა) მარტოხელა პენსიონერები.

გ) უკიდურესად შეჭირვებული მრავალშვილიანი ოჯახები.

ვალენტინა ნავერიანი, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე:

-დღეს სოციალური სამსახურმა წარმოგვიდგინა ყოვლისმომცველი ანგარიში, სადაც რამდენიმე  აქტუალური საკითხია გათვალისწინებული, ასევე  ზოგიერთი პროგრამა დასახვეწია იმ შენიშვნების გათვალისწინებით, რაც დღევანდელ შეხვედრაზე გამოითქვა.  ვმუშაობთ იმ პრობლემების გადაჭრაზე, რაც მიმდინარე წელს  ვერ მოხერხდა, მაგრამ მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული. საერთო ჯამში,  ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახური მაქსიმალურს აკეთებს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის.


Share.

Leave A Reply