კლინიკის გაფიცულ თანამშრომლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი და მაჟორიტარი დეპუტატი შეხვდებიან

0

შპს „ახალი სამედიცინო ცენტრის” პოლიკლინიკის მენეჯმენტსა და გაფიცულ თანამშრომლებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით შერაზადიშვილი და მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი შეხვდებიან.

შეგახსენებთ,  დღეს დილიდან შპს „ახალი სამედიცინო ცენტრის” პოლიკლინიკაში მისული პაციენტები მომსახურებას ვერ იღებენ. მიზეზი თანამშრომლების პროტესტია, რომელიც სახელფასო დავალიანებით არის გამოწვეული. პირად საუბრებში მედიკოსები აცხადებენ, რომ მენეჯმენტს მათი 5 თვიანი სახელფასო დავალიანება აქვს, თუმცა ღიად საუბრისგან თავს იკავებენ. ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს კლინიკის ადმინისტრაცია. როგორც ადგილზე მყოფი ჩვენი კორესპონდენტი იტყობინება, ჩვეულებრივ მუშაობს ცენტრის მიმღები, გაფიცულები არიან მხოლოდ პოლიკლინიკის თანამშრომლები.

 


Share.

Leave A Reply