ანსამბლი „ბოლნელა“ „არტ-გენზე” 40 წუთიანი პროგრამით წარსდგა

0

„არტ-გენი 2017“ თბილისის ტური თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში 17-24 ივლისის ჩათლით იმართება. ერთი კვირის განმავლობაში ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარმოდგენელია ქართული რეწვის გამოფენები, იმართება კონცერტები და არაერთი კულტურული აქტივობა ხორციელდება. 20 ივლისს იყო ქვემო ქართლის დღე, სადაც მაყურებლის წინაშე 40 წუთიანი პროგრამით წარსდგა ანსამბლი „ბოლნელა“. „ბოლნელამ“ არტგენზე ბევრი ახალი სიმღერა გააჟღერა და საკმაოდ წარმატებულადაც გამოვიდა ხელოვნების მოყვარული აუდიტორიის წინაშე.

ფესტივალი არტ გენი 10 წლის არსებობის და მის ბაზაზე  ასზე მეტი კონცერტი და ღონისძიება ჩატარდა. ის ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი და ხალხმრავალი ფესტივალია, სადაც „ბოლნელა“ არაერთი წელია იღებს მონაწილეობას.


Share.

Leave A Reply