ბოლნისის „სიონმა” ზუგდიდის „ზუგდიდი” დაამარცხა

0

დღეს, თამაზ სტეფანიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, ეროვნული ლიგა 2-ის მესამე წრის პირველ მატჩში ბოლნისის “სიონმა” ზუგდიდის “ზუგდიდს” უმასპინძლა. ბოლნისელმა ფეხბურთელებმა ზუგდიდელები მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხეს.
დღევანდელ მატჩს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით შერაზადიშვილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ გოგი მეშველიანთან ერთად დაესწრო.


Share.

Leave A Reply