ბოლნისში C ჰეპატიტის უფასო სკრინინგ კვლევა ჩატარდა

0

C ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვირუსული ჰეპატიტებისა და ამ ვირუსებით გამოწვეული დაავადებების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით ბოლნისში უფასო კვლევა ჩატარდა. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში ბოლნისში მობილური მანქანა ლაბორატორია ჩამოვიდა. სპეციალისტებმა ადგილზე განახორციელეს C ჰეპატიტისა და აივ ინფექციის უფასო სკრინინგი.

აღნიშნულ კვლევებს ჩვენს რეგიონში არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი ვექტორი“-ის რუსთავის სერვისცენტრი ახორციელებს.

„საქართველოში მიმდინარეობს C ჰეპატიტის ელინიმაციის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს პრობლემის აღმოფხვრას. ჩვენ ბოლნისთან აქტიურად ვთანამრომლობთ, უკვე რამდენჯერმე ვიყავით ამ პროგრამით და გვინდა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიკეთოს კვლევა, რათა გამოვლინდეს ინფექციის მატარებელი და დროულად მოხდეს მათი მკურნალობა. როგორც ვიცი ბოლნისის მუნიციპალიტეტი აფინანსებს ყველანაირ დიაგნოსტიკას მთავარია იყოს დაინტერესება მოსახლეობის მხრიდან. რაც შეეხება დღევანდელ დღეს აქტივობა საკმაოდ მაღალია და დღის ბოლომდე ველოდებით აქტივობის ზრდას,“ – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალი ვექტორის“ რუსთავის სერვისცენტრის კოორდინატორმა ლაშა აბესაძემ.


Share.

Leave A Reply