ფოლადაურის ხეობა სკაუტურ ბანაკს მასპინძლობს

0

დაუვიწყარი დღეები და თავგადასავლები ფოლადაურის ხეობაში, მეორე წელია ბოლნისის მუნიციპალიტეტი სკაუტურ ბანაკს მასპინძლობს. დღეს ხეობაში „თავგადასავალი 2017“ დაიწყო, სადაც ახალგაზრდები ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობენ და ახალ უნარ-ჩვევებს ეუფლებიან. ბანაკის გახსნას ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე საქართველოს პარლამენტის წევრი ირინა ფრუიძე და ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის ხელმძღვანელი გიგა გაბელაია დაესწრნენ.

„თავგადასავალი 2017“-ის მაძიებელთა შორის ქართველ ახალგაზრდებთან ერთად 5 ქვეყნის სკაუტებიც არიან, რომლებმაც დასვენების დღეებს საველე პირობებში გაატარებენ. ერთი კვირის მანძილზე 500-მდე სკაუტი ჩაერთვება ტრენინგებში, ვორქშოპებში, ინტელექტუალურ, სპორტულ და გასართობ ღონისძიებაში. ბანაკში ახალგაზრდები იმუშავებენ ისეთ თემებზე, როგორიცა არის გუნდური მუშაობა, ლიდერობა, გარემოს დაცვა, თვითგადარჩენა, ინკლუზია და ა.შ.

სკაუტურ ბანაკს „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზებით ახორციელებს, ფოლადაურის ხეობაში ბანაკისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით მოეწყო. ახალგაზრდები სკაუტურ ცხოვრებას 3 აგვისტოს დაასრულებენ.


Share.

Leave A Reply