„თაობა 21 საქართველომ“ ბოლნისში ღონისძიება გამართა

0

ქვემო ქართლის გუბერნატორისა და ადგილობრივი ხელმძღვანელობის მხარდაჭერით ბოლნისის კულტურის სახლში სტუდენტებისგან შემდგარმა ორგანიზაციამ „თაობა 21 საქართველო“, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს შემეცნებითი ხასიათის პროექტები, წარმოადგინა ღონისძიება სახელწოდებით „აფხაზეთი მე ვარ“.

ღონისძიება დაკარგულ ტერიტორიებს მიეძღვნა, წარმოდგენილი იყო აფხაზეთის, სამაჩაბლოსა და ტაო-კლარჯეთის კულტურა. პოეზიისა და პროზის სინთეზით მაყურებელმა ზემოთჩამოთვლილი კუთხეების შესახებ კიდევ ერთხელ მოისმინა. ასევე იყო მუსიკალური  ჭრები: თემურ წიკლაურისა და სხვა  მომღერლების შესრულებით. პროექტორზე ფოტოკოლაჟის მეშვეობით მაყურებელმა აფხაზეთის ბუნება, კულტურული ძეგლები და ის გმირები გაიცნო, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს ერთიანობას.


Share.

Leave A Reply