4:1- ბოლნისის ,,სიონმა” ცხინვალის ,,ცხინვალი” დაამარცხა

0

ს/კ ,,სიონის” ფეხბურთელებმა მორიგი გამარჯვება იზეიმეს.
დღეს,თამაზ სტეფანიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, ეროვნული ლიგა 2-ის 21-ე ტურის მატჩში ბოლნისის “სიონმა” ცხინვალის “ცხინვალს” უმასპინძლა. კობა ჟორჟიკაშვილის გუნდმა სტუმრები 4:1 დაამარცხა.
დევანდელ თამაშზე დუბლი ბოლნისის სიონის ნახევარმცველმა ზვიად სიხარულიამ შეასრულა. მოწინააღმდეგის კარში დანარჩენი ორი გოლი გიორგი ჭანკოტაძემ და ალექსანდრე კოშკაძემ გაიტანეს.
ბოლნისის ,,სიონი” დღევანდელი შედეგით სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილს ინარჩუნებს.
დღევანდელ მატჩს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით შერაზადიშვილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ გოგი მეშველიანთან ერთად დაესწრო.


Share.

Leave A Reply