კომპანია ,,არემჯიმ” ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა

0

დღეს, სასტუმრო Holiday Inn-ში კომპანია ,,არემჯიმ” ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა, რომლის განხორციელება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტშია დაგეგმილი.

ბოლნისისა და დმანისის შემდეგ თეთრიწყარო იქნება მესამე მუნიციპალიტეტი, სადაც ადგილობრივი ბიუჯეტის ერთ-ერთი უმსხვილესი გადამხდელი კომპანია 500-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას შეძლებს.
2018-2022 წლებში, პროექტის ფარგლებში, იგეგმება 30 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელება.
პრეზენტაციაზე ,,არემჯი” ჯგუფში შემავალი კომპანია ,,კავკასიის სამთო ჯგუფის” გენერალურმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ 2013 წლიდან დღემდე გაწეული მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობისა და ჩატარებული კვლევების შესახებ ისაუბრა.
კომპანია ,,არემჯის” პროექტის პრიორიტეტად, სხვა საკითხებთან ერთად, შემუშავებული აქვს გარემოსდაცვითი ღონისძიებები. ასევე პროექტის განხორციელების პერიოდში იგეგმება ახლომდებარე ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსისა და ხულუტის ციხის შესაბამისი კვლევითი სამუშაოების ჩატარება და მონიტორინგის წარმოება.


Share.

Leave A Reply