სოფელ აკაურთაში წლების მანძილზე არსებული პრობლემა მოგვარდება

0

სოფელ აკაურთაში შიდა საავტომობილო გზის მშენებლობა განხორციელდება

ახალი ასფალტო-ბეტონის გზის საფარის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება.

მუნიციპალიტეტმა სამუშაოების შესასრულებლად გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, გამარჯვებული გამოვლენილია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება.

პროექტის ფარგლებში 1, 100  გრძივი მეტრის ასფალტო-ბეტონის გზა დაიგება, ასევე მოეწყობა გვერდულები და სანიაღვრეები.

გზის კეთილმოწყობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება.


Share.

Leave A Reply