სოფლად მცხოვრებ ქალბატონებს აქტიურობისკენ  მოუწოდებენ

0

არასამთავრობო ორგანიზაცია  ,,ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ ქვეყნის მასშტაბით პროექტს ,,თანასწორობა იგებს“  მართავს,  სადაც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელი ქალბატონები ეთნიკური უმცირესობების მოსახლეობას ხვდებიან და საკუთარ გამოცდილებებს უზიარებენ ,   ქალბატონებს აქტიურობის აუცილებლობისკენ და პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისკენ მოუწოდებენ.   პროექტის ფარგლებში ბოლნისის მუნიცუიპალიტეტის საკრებულოს წევრები ლუიზა რეხვიაშვილი  და ლეილა ალიევა  სოფელ ბოლნისში  და ქვემო ბოლნისში  სომეხ  და აზერბაიჯანელ მოსახლეობას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით შეხვდნენ. მხარეებმა ყოფით  პრობლემებზე, მიღწევებსა და განათლების ხელმისაწვდომობაზე ისაუბრეს. აღნიშნულ სოფლებში ძირითად პრობლემას უმუშევრობა და ენობრივი ბარიერი წარმოადგენს, როგორც მოსახლეობამ აღნიშნა, მათთვის მსგავსი შეხვედრები ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ მეტად ჩაერთონ აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში და საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის აღმშენებლობაში.

ლეილა ალიევა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი: ნამდვილად დროული და აუცილებელია მსგავსი ღონისძიებები. ძალიან მინდა რომ ეს ადამიანები იყვნენ აქტიურები და ჩაერთონ სხვადასხვა სოციალურ პროგრამებში. მსურს ასევე, რომ მათ ენობრივი ბარიერი არ ჰქონდეთ. რაც მეტი შეხვედრები იქნება და მეტი ინფორმაციები მიეწოდება ეთნიკურად უმცირეს მოსახლეობას, ძალინ მადლიერები ვიქნებით.

ლუიზა  რეხვიაშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი:  ძლიერი ქალი და  ოჯახი ხომ ძლიერი სახელმწიფოა, მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია და შესაძლებლობას აძლევს სოფლად მცხოვრებ ქალბატონებს,  იყვნენ უფრო აქტიურნი, ჰქონდეთ სურვილი ჩაერთონ სახელმწფო აღმშენებლობაში და დაივიწყონ მენტალური პრობლემები.

შეხვედრები პროექტის ფარგლებში ,,თანასწორობა იგებს“  იმართება,  რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია  ,,ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES)  მხარდაჭერით ხორციელდება.


Share.

Leave A Reply