საყდრისის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, დაბა კაზრეთის მიმდებარედ, საყდრისის ტერიტორიაზე ხანძარია, როგორც გაზეთ „ბოლნისის” ბოლნისის სახანძრო სამაშველო სამსახურის უფროსმა განუცხადა, ცეცხლი მინდორში ხმელ ბალახს უკიდია. ადგილზე მობილიზებულია ორი სახანძრო მანქანა და დამატებით კიდევ ერთს ელოდებიან. ამ დროისთვის მეხანძრეები ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.


Share.

Leave A Reply