დავით შერაზადიშვილმა გუბერნატორს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ ანგარიში წარუდგინა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორს, გრიგოლ ნემსაძეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ანგარიში წარუდგინა.
მიმდინარე წელს რეგიონის მასშტაბით ბოლნისის მუნიციპალიტეტში ყველაზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.
68 პროექტიდან 10 რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.
ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია 24 პროექტი, ხოლო ოქტომბრის ბოლოსთვის ყველა დასრულდება.


Share.

Leave A Reply