ბოლნისელი ახალგაზრდები საზაფხულო ბანაკში იმყოფებოდნენ

0

“დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანება” I see you-საზაფხულო ბანაკის ორგანიზაციამ, რომლის ხელმძღვანელები არიან:ანზორი მეგრელიშვილი და გიგა გლუნჩაძე, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში (ოკაცეს კანიონი), მთელი საქართველოს მაშტაბით, ახალგაზრდებისათვის საზაფხულო გასართობ-შემეცნებითი ბანაკი მოაწყო. ბანაკის ორ ნაკადში ბოლნისელი ახალგაზრდებიც მოხვდნენ, რომელთა ბანაკში მონაწილეობისთვის ნაწილობრივ დაფინანსება უზრუნველყო ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.

„არაჩვეულებრივი ბუნება, მშვიდი და კომფორტული გარემო, შემეცნებითი და გასართობი პროგრამა, სადაც ბოლნისელი ახალგაზრდები ლიდერობას არ უთმობდნენ სხვადასხვა რეგიონიდან ჩამსულ ახალგაზრდებს და თამაშებს, ეს იქნებოდა სპორტული თუ შემეცნებითი ხასიათის გამარჯვებით ასრულებდნენ. ლაშქრობები, სპორტული აქტიობები, პოეზიის საღამოები, ინტერაქტიული თამაშები, ეს ის მოკლე ჩამონათვალია იმ უდიდესი ემოციებისა, რომელსაც პროექტი ბანაკში მყოფ ახალგაზრდებს ახვედრებს.” – ამბობს ბანაკის ერთ-ერთი მონაწილე.

როგორც ბოლნისელი ახალგაზრდები აცხადებენ, მათთვის დაუვიწყარი იყო ბანაკში გატარებული დღეები, მადლობას უხდიან ყველა ორგანიზატორს და იმედოვნებენ, რომ კვლავაც გაგრძელდება მსგავსი სახის პროექტები და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებიც აქტიურად ჩაერთვებიან.


Share.

Leave A Reply