გოგი მეშველიანი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

0

 ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, საქართველოს პარლამენტში გოგი მეშველიანმა, ბიუროს ოფისში მოქალაქეთა ტრადიციულ მიღებაზე ოცდაათამდე ადამიანის პრობლემა მოისმინა. საუბრის თემა კვლავ დასაქმებას, ჯანდაცვას, მედიკამენტებით უზრუნველყოფას და სოციალურ პრობლემებს შეეხებოდა . „დასახელებულ პრობლემებს ვინიშნავთ. ვცდილობთ შესაძლებლობების ფარგლებში გავუწიოთ დახმარება. საკითხების მოგვარების მიზნით დაიწერა განცხადებები , რომელთა შესწავლა და შესაბამისი რეაგირება დღესვე დავიწყეთ. აღსანიშნავი და სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ მოქალაქეები აფასებენ ჩვენს მიერ გაწეულ საქმიანობას , განხორციელებულ პროექტებს და გაწეული დახმარებისთვის მადლიერებას გამოხატავენ, რაც ჩვენთვის დამატებითი სტიმულია .“- განაცხადა გოგი მეშველიანმა.


Share.

Leave A Reply