ქართველი და გერმანელი სტუდენტებისთვის ერთკვირიანი საზაფხულო სკოლა მოეწყობა

0

საზაფხულო სკოლა „გერმანული კულტურული მემკვიდრეობა საქართველოში“  ილიას უნივერსიტეტისა  და ,,ციტაუ-გორლიცის” უნივერსიტეტის ერთობლივი ინიციატივაა, პროგრამის ფარგლებში  5-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ბოლნისსა და თბილისში სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო, შემეცნებითი თუ გასართობი აქტივობები  ჩატარდება. მონაწილე სტუდენტებს შორის ორი ბოლნისელი   ახალგაზრდაა.

პროექტის მიზანია ქართველ და გერმანელ ახალგაზრდებს გააცნოს გერმანული კულტურის მემკვიდრეობა საქართველოში. ახალგაზრდები ერთმანეთს გაუზიარებენ იდეებს, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ტურიზმი ამ მხარეში, რა ღონისძიებებით არის შესაძლებელი ისტორიული ძეგლების შენარჩუნება და ა.შ. პროექტის დახურვის დღეს, ჯგუფური პრეზენტაციებით შემოგვთავაზებენ და გაგვიზიარებენ ახალ იდეებს. ბოლნისში შეხვდებიან ადგილობრივ დაინტერესებულ პირებს, გაიმართება დისკუსიები. დაგეგმილია ისტორიული ძეგლების მონახულება, მათი მდგომარეობის შეფასება რათა უკეთ მოხდეს არსებული სიტუაციის გაანალიზება.

ფინალურ პრეზენტაციებს დაესწრებიან სპეციალურად მოწვეული სტუმრები, მათ შორის გერმანიის ელჩი საქართველოში, „შემოქმედებითი საქართველოს“ სააგენტოს დირექტორი ანა რიაბოშენკო, კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორი თომას შრაპელი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლი დავით შერაზადიშვილი და გერმანელი პროფესორები.


Share.

Leave A Reply