RMG-ის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამით კომპანიის თანამშრომლებისთვის 2017 წელს დამატებით 50 ათასამდე ლარი დაიხარჯა

0

კომპანია RMG-ის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამა ითვალისწინებს  თანამშრომლებისა და მათი ოჯახების დამატებით მხარდაჭერას. სწორედ  ამ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წლის განმავლობაში დამატებითი მატერიალური დახმარება კომპანიის 140 თანამშრომელმა მიიღო. 2017 წლის სექტემბრამდე  გაცემულმა თანხამ  50 ათასმდე ლარი შეადგინა და სავარაუდოდ წლის ბოლომდე ეს თანხა კიდევ გაიზრდება. აღნიშნული პროექტი მოიცავს თაანმშრომელთა ქორწინების, შვილების დაბადების, ოჯახის წევრის ჯანმრთელობის და სხვა სოციალური საკითხების შემთხვევაში კომპანიის თანამშრომლის განცხადების საფუძველზე, მათთვის ფინანსური დახმარების გაწევას. ამ პროექტით RMG-ის მენეჯმენტი კომპანიის თანამშრომლების ოჯახების ხელშეწყობისა და განვითარების მხარდაჭერას ახორციელებს!

RMG-სა და მასთან დაკავშირებულ საწარმოებში 2800-მდე ადამიანია დასაქმებული. კომპანია საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში ასევე ახორციელებს თანამშრომელთა შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაზღვევისა და კვებით უზრუნველყოფის პროექტებს.


Share.

Leave A Reply