FLEX 2017 შესარჩევი ეტაპი იწყება

0

უკვე ოცდამეხუთე წელია, რაც მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა “ FLEX” შესაძლებლობას აძლევს ქართველ უფროსკლასელებს ისწავლონ ამერიკულ სკოლებში და იცხოვრონ ამერიკულ ოჯახებში. პროგრამას აფინანსებს ამერიკის მთავრობა და ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები.

2018-2019 აკადემიური წლისათვის “FLEX” პროგრამის ფარგლებში შეირჩევა 80-მდე ფინალისტი. გამარჯვებულების მგზავრობა, ამერიკაში და უკან, სრულად დაფარული იქნება. ისინი, ასევე, უზრუნველყოფილნი იქნებიან ყოველთვიური სტიპენდიითა და ჯანმრთელობის დაზღვევით. აშშ-ში ყოფნისას ქართველ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, გააცნონ თავიანთი კულტურა ამერიკელებს და ასევე, გაეცნონ ამერიკულ კულტურას სკოლაში სწავლის, ოჯახური ცხოვრებისა და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის გზით.

“FLEX” პროგრამის ფინალისტები შეირჩევიან ვაშინგტონის დამოუკიდებელი კომისიის მიერ, რომელიც შედგება ამერიკელი სპეციალისტებისაგან განათლების დარგში. შერჩევის პროცესი დაფუძნებულია კონკურსზე. კონკურსი კომპლექსურია და განისაზღვრება წერილობით შევსებული ანკეტის, რეკომენდაციების, ინგლისური ენის ცოდნის დონისა და კანდიდატის მიერ გამომჟღავნებული ერთწლიანი გაცვლითი გამოცდილებისათვის მზადყოფნის საფუძველზე.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის (1) მე-9, მე-10 და მე-11 კლასის, (2) 2001 წლის 1 იანვრიდან 2003 წლის 16 ივლისამდე დაბადებულ მოსწავლეებს, რომელთაც (3) ბოლო 5 წლის მანძილზე არ უცხოვრიათ აშშ-ში 3 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში, (4) არიან საქართველოს მოქალაქეები და (5) ფლობენ ინგლისურ ენას. “FLEX” პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ჩვენ ვიწვევთ ყველა უფროსკლასელს, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამის კრიტერიუმებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს (შშმპ). ასაკობრივი და სასკოლო კრიტერიუმი ასეთი პირებისათვის განსხვავებულია: მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლე და 2000 წლის 15 თებერვლიდან 2003 წლის 16 ივლისამდე დაბადებული.

2017 წლის შემოდგომასა და ზამთარში ამერიკული საბჭოების წარმომადგენლები ტესტირებას ჩაატარებენ საქართველოს დედაქალაქსა და რამდენიმე რეგიონულ ცენტრში.

ქალაქი თარიღი დრო ტესტირების ცენტრი ცენტრის მისამართი
ნინოწმინდა 18 სექტემბერი, 2017 წელი 10:00 #1 საჯარო სკოლა თერიანის ქ. #14, ნინოწმინდა
გორი 25 სექტემბერი, 2017 წელი 10:00 #3 საჯარო სკოლა ამილახვრის ქ. #26, გორი
თელავი 30 სექტემბერი, 2017 წელი 10:00 #7 საჯარო სკოლა ალაზნის ქ. #22, თელავი
ზუგდიდი 5 ოქტომბერი, 2017 წელი 10:00 #1 საჯარო სკოლა აღმაშენებლის ქ. #1, ზუგდიდი
რუსთავი 6 ოქტომბერი, 2017 წელი 10:00 #22 საჯარო სკოლა ქუთაისის ქ #6, რუსთავი
ბათუმი 7 ოქტომბერი, 2017 წელი 10:00 #10 საჯარო სკოლა ჯავახიშვილის ქ. #66, ბათუმი
მარნეული 13 ოქტომბერი, 2017 წელი 10:00 #4 საჯარო სკოლა 20 იანვრის ქ. #1, მარნეული
ქუთაისი 14 ოქტომბერი, 2017 წელი 10:00 #3 საჯარო სკოლა წმ. ნინოს ქ. #2, ქუთაისი
ახალციხე 23 ოქტომბერი, 2017 წელი 10:00 #5 საჯარო სკოლა ფარნავაზ მეფის ქ. #6, ახალციხე
ბორჯომი 25 ოქტომბერი, 2017 წელი 10:00 #3 საჯარო სკოლა რუსთაველის ქ. #97, ბორჯომი
თბილისი 19 ოქტომბერი, 2017 წელი
(მხოლოდ შშმპ)

10:00 ამერიკული საბჭოების ოფისი ჭავჭავაძის გამზ. #35ა, თბილისი
თბილისი 28 ოქტომბერი, 2017 წელი 10:00 #55 საჯარო სკოლა ჭავჭავაძის გამზ. #38, თბილისი

მონაწილეებმა ტესტირების ცენტრში გამოცხადებისას თან უნდა იქონიონ: დაბადების მოწმობის დედანი (ან პირადობის მოწმობა, ან პასპორტი), ერთი ახლადგადაღებული 3X4სმ ფოტოსურათი და კალამი. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველ სკოლის მოსწავლეებს უფლება აქვთ ტესტირება გაიარონ ზემოთ ჩამოთვლილი ცენტრებიდან მხოლოდ ერთ-ერთში. მონაწილე, რომელიც ტესტირებას გაივლის ორ სხვადასხვა ცენტრში, იქნება დისკვალიფიცირებული.

ფინალისტების შერჩევა მიმდინარეობს სამ ეტაპად. მონაწილეები პირველ ტურში გაივლიან ინგლისური ენის 15-წუთიან ტესტს. მეორე ტურში გადასული კონკურსანტებს დაევალებათ რამდენიმე თემის დაწერა, ხოლო ამ ტურის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში მიიღებენ მონაწილეობას მესამე ტურში. ნახევარფინალისტი მოსწავლეები შეავსებენ ანკეტას, დაწერენ კომპლექსური ინგლისურის ტესტს და გაივლიან გასაუბრებას. ფინალისტები გამოვლინდებიან 2018 წლის მაისის დასაწყისში. ისინი იმავე წლის ზაფხულში გაემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში და დაბრუნდებიან საქართველოში 2019 წლის ივნისის თვეში.
საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები საქართველოში: ტელ: (995 032) 229-21-06, 291-32-72; www.americancouncils.ge


Share.

Leave A Reply