ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღშებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი 12 სექტემბერს განახლდება

0

სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულელბებში სამშაბათიდან განახლდება. წელს სკოლამდელ განათლებას ბოლნისში 1300 აღსაზრდელი მიიღებს. პატარებს ბაღებში კომფორტული გარემო დახვდებათ.
მუნიციპალიტეტის 12 საბავშვო ბაღიდან 9 ევროპული სტანდარტების შესაბამისად არის კეთილმოწყობილი. ქალაქის ორ ბაღში ცენტრალური გათბობის სისტემა წელსვე გაკეთდება, ხოლო სოფელ ტანძიის საბავშვო ბაგა-საბღში საკანალიზაციო ქსელისა და სველი წერტილების მოწესრიგება მოხდება. სრული რეაბილიტაცია კი აღნიშნულ 3 ბაღს 2018 წელს ჩაუტარდება.


Share.

Leave A Reply