ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სოფელ ტანძიაში ძლიერი ქარის დროს დაზარალებული ოჯახი მოინახულა

0

7 სექტემბერს ძლიერმა ქარმა სოფელ ტანძიაში მცხოვრები მაია ქალდანის საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა. როგორც დიასახლისი აცხადებს, ზარალის შესახებ მან მუნიციპალიტეტს წერილობით უკვე მიმართა.
დაზარალებული ოჯახი დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა ინფრასქტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად მოინახულა და დახმარება აღუთქვა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მუდმივად ეხმარება ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც სტიქიის, ხანძრის, სხვა უბედური და ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად დაზიანდება.


Share.

Leave A Reply