როგორ მუშაობს კომპანია „არემჯის” ექსპრესლაბორატორია

0

კომპანია „არემჯის“ გარემოს დაცვის სამსახურის  თანამშრომელი 70 წლის აბესალომ ყაფლანიშვილი უკვე ერთი წელია, რაც  საკუთარ  ცოდნას და გამოცდილებას ახალგაზრდა კოლეგას ლაშა დემურაშვილს უზიარებს. მათი სამუშაო დღე  მდინარე მაშავერას ერთ-ერთ საკონტროლო წერტილზე იწყება, სადაც თანამედროვე ხელსაწყოებით აღჭურვილი  ექსპრესლაბორატორიის მეშვეობით ადგილზე ხდება სინჯების აღება .

აბესალომ ყაფლანიშვილი, გარემოს დაცვის სამსახურის თანამშრომელი:

– მდინარე მაშავერას ეს წერტილი ითვლება პირველ ფონად, სხვადასხვა ადგილებზე გვაქვს 16 წერტილი, საიდანაც ვიღებთ სინჯებს, ლაბორატორიის საშუალებით ყოველდღიურად ვაკეთებთ ანალიზებს და ვუგზავნით ჩვენს სამსახურს.

„ერთი წელია, რაც ,,არემჯიში” ვმუშაობ, თავიდან გარემოს დაცვის სამსახურში მძღოლი ვიყავი თუმცა იმდენად მომეწონა ეს საქმიანობა პროფესიაც კი შევიცვალე, ბიზნესის ფაკულტეტიდან გარემოს დაცვაზე გადავედი.”- აღნიშნა გარემოს დაცვის სამსახურის თანამშრომელმა ლაშა დემურაშვილმა.

გარემოს დაცვა კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია სამოქმედო გეგმის შემუშავება, მიმდინარეობს  გარემოსდაცვითი სამსახურების გაძლიერება. კომპანიის გარემოსდაცვითი მმართველის კონსტანტინე ხაჭაპურიძის განმარტებითმომავალში მონიტორინგის ანალიზის საფუძველზე მოხდება შემარბილებელი ღონისძიებების შემუშავება და მათი გატარება.

„ჩვენ დამატებით ვიღებთ სინჯებს, რომელიც იგზავნება აკრედიტირებულ დამოუკიდებელ ლაბორატორიაში, ერთობლივი სინჯის აღება ხდება ასევე გარემოს და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ეროვნული სააგენტოს მხრიდანაც, საკონტროლო წერტილებზე, სადაც სინჯების აღებას ვახორციელებთ სამმაგი კონტროლი ხორციელდება, რათა არ მოხდეს მდინარის დაბინძურება და შედეგიც სახეზე გვაქვს,” – აღნიშნავს  კომპანიის გარემოსდაცვითი მმართველი კონსტანტინე ხაჭაპურიძე.

ექსპრესლაბორატორიის მეშვეობით, ზედაპირულ წყლებზე დაკვირვების გარდა, ყოველდღიურად თანამედროვე ხელსაწყოებით ხდება მტვრისა და ხმაურის მონიტორინგი.


Share.

Leave A Reply