„არემჯის“ გენერალურმა დირექტორმა დაბა კაზრეთის და სოფელ ბალიჭის საბავშვო ბაღების პედაგოგებს და აღსაზრდელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

0

„არემჯის“ გენერალურმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ, ბოლნისის გამგებელ დავით შერაზადიშვილთან ერთად დაბა კაზრეთის და სოფელ ბალიჭის საბავშვო ბაღების პედაგოგებს და აღსაზრდელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

კომპანია „არემჯის“ფინანსური მხარდაჭერით, ზაფხულის განმავლობაში დაბა კაზრეთის  საბავშვო ბაღში სრულად გამოიცვალა სანიაღვრე მილები, რომელიც ასველებდა ბაღის გარემონტებულ შენობას. ბაღის ადმინისტრაციას საჩუქრად გადაეცა 60 ერთეული ახალი საბავშვო საწოლი თეთრეულის კომპლექტით (მატრასი, ლეიბი, ბალიში, საბანი, ზეწარი, ბალიშისპირი) და კომპიუტერი.

სოფელ ბალიჭის საბავშვო ბაღს, კომპანიამ საჩუქრად გადასცა კომპიუტერი, 12 ერთეული სპეციალური დიზაინის კარადა, 2 ცალი ფეხზე დასაყენებელი დაფა.

აღნიშნული ღონისძიება კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში გაიმართა, რომელიც რეგიონში კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული აქტივობების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

დაბა კაზრეთის და სოფელ ბალიჭის სასწავლო დაწესებულებებში სარემონტო-სარეაბილიტაციო  სამუშაოების და საჭირო ინვენტარის შესაძენად ჯამში 70 ათასი დაიხარჯა.


Share.

Leave A Reply