„არემჯის“ გენერალურმა დირექტორმა დაბა კაზრეთში ახალი სასწავლო წლისათვის რეაბილიტირებული სკოლები მოინახულა

0

კომპანია „არემჯის“ მენეჯმენტის გადაწყვეტილებით და  ფინანსური მხარდაჭერით, ზაფხულის განმავლობაში დაბა კაზრეთის სასწავლო დაწესებულებებში მასშტაბური სარემონტო-სარეაბილიტაციო  სამუშაოები ჩატარდა.

კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, რომელიც რეგიონში კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული აქტივობების მხარდაჭერას ითვალისწინებს ჯამში 70 ათასი დაიხარჯა.

დაბა კაზრეთის №1 საჯარო სკოლის დირექციის თხოვნის საფუძველზე, სკოლის სამივე სართულზე კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა სველ წერტილებს და მთლიანად გამოიცვალა საკანალიზაციო სისტემა.

№2 საჯარო სკოლაში სრულად გარემონტდა 152 მ2 ფართის სააქტო დარბაზი. დაიგო ახალი იატაკი, დამონტაჟდა სპეციალური განათება და ფარდა-ჟალუზები.

R


Share.

Leave A Reply