ბოლნისის მუნიციპალიტეტი „რუსთავქალაქობაზე”

0

16 სექტემბერს „რუსთავქალაქობა” გაიმართა. სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში, ახლად რებილიტირებულ კოსტავას გამზირზე რუსთავის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი და პანტომიმის თეატრის მსახიობების მონაწილეობით ,,ვეფხისტყაოსანის“ მიხედვით დადგმული თეატრალიზირებული წარმოდგენა გაიმართა.

კულტურისა და დასვენების პარკში ჩატარდა ტურნირები ქართულ ჭიდაობაში, კალათბურთში, ფეხბურთში და ნიჩბოსნობაში, მიმდინარეობს კონცერტები და გასართობი შოუ პროგრამები, წიგნებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, აქცია – ,,მოამზადე საჩუქარი“, რომელშიც მხატვრებთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები იღებენ მონაწილეობას.

ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბოლნისის მუნიციპალიტეტიც. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი ესწრებოდა.  

 


Share.

Leave A Reply