ბოლნისის კომაროვის “შაბათის სკოლა” აგრძელებს მეცადინეობებს და იწვევს მსურველებს 2017/2018 სასწავლო წლისათვის

0

იმის მიუხედავად, რომ კომაროვის სკოლა თილისში მდებარეობს, იგი საქართველოს ნიჭიერი მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი. მოგეხსენებათ, რომ კომაროვის სკოლას აქვს კეთილმოწყობილი პანსიონი, რომელშიც მუდმივად რეგიონიდან 100 საუკეთესო მოსწავლე ცხოვრობს და განათლებას კომაროვის სკოლაში იღებს სრულიად უფასოდ.
გაკვეთილებს ჩაატარებენ „კომაროვის“ მიერ შერჩეული კვალიფიციური პედაგოგები. გაკვეთილის ხანგრძლივობა იქნება 3 საათი, 15 წუთიანი შესვენებით და ჩატარდება კვირაში ერთხელ, შაბათობით.
მეცადინეობები დაიწყება 2017 წლის 23 სექტემბერს.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ბოლნისის „შაბათის სკოლის“ კოორდინატორს – იზა ლოხაბერიძეს მისამართზე ქ. ბოლნისი, #1 საჯარო სკოლა, ან დაუკავშირდით T:551192958 ან სკოლის დირექტორს ი. წაქაძეს T:591990691


Share.

Leave A Reply