ბოლნისელი გოგონა მის საქართველოს ფინალურ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას

0

21 წლის ბოლნისელი თათია ღურჭუმელაძის ფიზიკური მონაცემებთ არა ერთი სამოდელო სააგენტო დაინტერესდა. იმ სტანდარტების გათვალისწინებით, რომელიც სრულყოფილ მოდელს უნდა ჰქონდეს, მან სამ წლიანი კონტრაქტი ,,აი სი მენეჯმენი ელიტ მოდელ ლუქის’’ სააგენტოსთან გააფორმა. აღნიშნულ სააგენტოში 2017 წელს კონტრაქტის გასაფორმებლად 630 გოგონა იბრძოდა, აქედან 35 საუკეთესო შეირჩა, მათგან 5 მონაწილე მოდელს მიეცა შანსი,  რომ 10 სექტემბერს მის საქართველოს შესარჩევ ქასთინგზე მიეღოთ მონაწილეობა. თათია ხუთი ლამაზმანიდან ერთ-ერთია,  რომელიც შესარჩევ ნაციონალურ ქასთინგზე, 20 საუკეთესო  დამწყებ მოდელს შორის მოხვდა. ისინი 7 ოქტომბერს ბათუმში მის საქართველოს გვირგვინისთვის იბრძოლებენ.

თათია ღურჭუმელაძე, მის საქართველოს ფინალის მონაწილე: ქასთინგზე იმდენად დიდი კონკურენცია იყო, რომ არც კი მქონდა იმედი.  წარმოიდგინეთ 100 ლამაზი გოგონა, მკაცრი და კომპეტენტური ჟიური, ფიზიკური მონაცემების გარდა საჭიროა  ინტელექტი და ამყველაფერს უნდა გაართვა თავი. საბედნიეროდ წარმატებით გავიარე პირველი და მეორე ეტაპი, მოვხვდი ოცეულში. ამ ეტაპზე გვაქვს დატვირთული და რთული გრაფიკი:  იოგა, ფიტნესი, დეფილე, ვიდეო და ფოტო სესიები,  ამ ყველაფრის შემდეგ გამიჩნდა იმედი და ამბიცია, რომ მივაღწევ მიზანს და წარმატებული და შემდგარი მოდელის კარიერას გავაგრძელებ.


Share.

Leave A Reply