2018 წელს ქალაქ ბოლნისის დასავლეთ ნაწილში კანალიზაციის სისტემის მშენებლობა დაიწყება

0

2018 წელს ქალაქ ბოლნისის დასავლეთ ნაწილში წყალარინების (კანალიზაციის) სისტემის მშენებლობა დაიწყება

ბოლნისში აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემების (კანალიზაციის განწმენდი ნაგებობების ჩათვლით) რეაბილიტაცია-მშენებლობა.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყალარინების ქსელი, გაწმენდილი წყალი ჩაიშვება მდ.მაშავერას მარცხენა სანაპიროსთან და მოეწყობა ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტი მოხვდა იმ 9 მუნიციპალიტეტს შორის, სადაც აღნიშნული პროექტი განხორციელდება.
პროექტის მიზანს წარმოადგენს ბოლნისის ჩამდინარე წყლების სისტემის გაუმჯობესება.
მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით განხორციელდება, რომლის განხორციელების მიზნით სასესხო შეთანხმებას რამდენიმე თვის წინ ფინანსთა სამინისტროში ხელი მოაწერეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და საქართველოში ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, იეშიმ ელჰან-კაიალარიმ.
აღნიშნული პროექტით ქალაქ ბოლნისში საბოლოოდ დასრულდება მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება შიდა გზების მოასფალტება.


Share.

Leave A Reply