სოხუმის დაცემის დღეს უგზო-უკვლოდ დაკარგულ ბოლნისელებს გაიხსენებენ

0

27 სექტემბერს 18.00 საათზე, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ქალაქ ბოლნისში ასოციაცია ,,მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“-ს მიერ იგეგმება კულტურული ღონისძიება და წიგნის ,,გელოდები“-ს პრეზენტაცია, რომელიც ეძვნება  14 უგზოუკვლოდ დაკარგულ ბოლნისელ მეომარ ვაჟკაცს.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ: ქალაქ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობასთან არსებული თეატრალური დასი „LIBERTA“  სპექტაკლით „ბოდიში, რომ ცოცხალი ვარ“ და  ,,ARTeriA“ – დღესასწაულების რეჟისურა და ორგანიზება.

წიგნისა და პროექტის ავტორია ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“-ს PR  მენეჯერი ეთერ ჩუმაშვილი.


Share.

Leave A Reply