RMG-სა და საზოგადოებრივ კოლეჯ “სპექტრს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

0

2017 წლის 26 სექტემბერს RMG-სა და საზოგადოებრივ კოლეჯ “სპექტრს” შორის გრძელვადიანი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ, რომ RMG-ს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების და გადამზადების მიზნით, კოლეჯი „სპექტრის“ და მისი აკადემიური პერსონალის  მიერ შემოთავაზებული იქნება, მოკლე და გრძელვადიანი სასწავლო პროგრამები. RMG-ის წინაშე არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების შესაბამისად პერიოდულად მოხდება სხვადასხვა პროფესიების თანამშრომლებისათვის ტრენინგების ჩატარება და შესაბამისი კომპეტენციის მქონე კადრების მომზადება.

მემორანდუმზე ხელი მოაწერეს კომპანია RMG-ს სახელით კორპორაციულმა დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა და საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრის“ დირექტორმა მათე  ტაკიძემ.

კახაბერ მჭედლიშვილი RMG-ს  კორპორაციული დირექტორი:

 „კომპანია RMG აქტიურად ზრუნავს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ჩვენი მიზანია, ყველა კადრი ვუზრუნველყოთ შესაბამისი განათლებით, რაც თავის მხრივ ჩვენს თანამშრომლებს მისცემს იმის გარანტიას, რომ მომავალში  შეუცვლელნი იქნებიან ჩვენი კომპანიისათვის.“

 მათე ტაკიძე კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორი:

„ჩვენ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობა კომპანია RMG-სთან. ვთვლი, რომ ასეთი ტიპის ცივილური კომპანიები საქართველოში არ არის ბევრი. RMG ზრუნავს თავისი თანამშრომლის გადამზადებაზე და განვითარებაზე, ეს კი იმას ნიშნავს, რომ კომპანია ვითარდება და ზოგადად  ვითარდება ქვეყნის ეკონომიკა.“


Share.

Leave A Reply