დავით შერეზადიშვილმა და გოგი მეშველიანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

0

სოხუმის დაცემიდან 24 წელი გავიდა. 1993 წლის 27 სექტემბერს საქართველომ ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე აფხაზეთი დაკარგა. მას მერე ტრადიციულად ეს თარიღი საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში აღინიშნება. სოფელ რაჭისუბანში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის მემორიალთან პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ბოლნისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, პარლამენტარი  გოგი მეშველიანი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან  და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატთან დავით შერაზადიშვილთან ერთად მივიდა. მათ მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს ბოლნისელი გმირების ხსოვნას.


Share.

Leave A Reply