უგზო-უკვლოდ დაკარგულთა, დაღუპულთა ოჯახებს და დევნილ  ვეტერანებს ბოლნისის მუნიციპალიტეტი ერთჯერად მატერიალურ დახმარებას გაუწევს

0

სოფელ რაჭისუბანში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის მემორიალთან, დღეს  ბოლნისის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და ადმინისტრაციული სამსახურების უფროსები თანამშრომლებთან ერთად მივიდნენ, პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ადგილობრივი ხელისუფლება წელსაც არ დაარღვევს ტრადიციას  და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა,  დაღუპულთა ოჯახებს და დევნილ  ვეტერანებს ერთჯერადი მატერიალური დახმარება 500 ლარის ოდენობით პირად ანგარიშზე ჩაერიცხებათ.

ზუსტად 24 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმი ქართველებისგან დაიცალა.  ომი  13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, რომელმაც  30 000 მდე ეთნიკური ქართველი შეიწირა და 300 000 ზე მეტი ლტოლვილად აქცია.


Share.

Leave A Reply