ბოლნისში სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით კულტურული ღონისძიება და წიგნის ,,გელოდები”-ს პრეზენტაცია გაიმართა

0

27 სექტემბერს, ბოლნისის კულტურის სახლში, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით კულტურული ღონისძიება და წიგნის ,,გელოდები”-ს პრეზენტაცია გაიმართა.
,,ბოდიში, რომ ცოცხალი ვარ”,- ასე ერქვა სპექტაკლს, რომელიც მაყურებელს ქალაქ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობასთან არსებულმა თეატრალურმა დასმა ,,Liberta”-მ წარმოუდგინა. სცენარის ავტორი და რეჟისორი თამარ საღინაძე გახლდათ. მსახიობებმა შესანიშნავი პლასტიკით გააცოცხლეს საქართველოს უახლესი ისტორიის ტრაგიკული ფურცლები- ულამაზესი კუთხის, აფხაზეთის დაკარგვა.
სპექტაკლის შემდეგ გაიმართა წიგნის ,,გელოდები”-ს პრეზენტაცია, რომელიც ჟურნალისტმა ეთერ ჩუმაშვილმა 14 უგზო-უკვლოდ დაკარგულ ბოლნისელ მეომარს მიუძღვნა. დარბაზში იმყოფებოდნენ ბოლნისელი მეომრების ოჯახის წევრები, მათ ავტორმა წიგნები საჩუქრად გადასცა.


Share.

Leave A Reply