ბოლნისელი პატარა ,,kinder”-ის რეკლამაში გადაიღეს

0

ბოლნისელი 5 წლის  სოფიო არსენიძე უკრაინულმა კომპანიამ ,, kinder chokolade”-ს  სარეკლამო რგოლში გადაიღო. ,,სოციალურ ქსელში  ერთ-ერთმა ოპერატორმა დადო განცხადება, რომ ეძებდნენ 5-10 წლამდე ქერა, წითურ და სლავური გარეგნობის ბავშვებს. სოფუნა არც ერთი იყო, არც მეორე და არც მესამე, მაგრამ მაინც გადავწყვიტე ფოტო გამეგზავნა. ერთი შეხედვით მოეწონათ, დაგვიბარეს ქასთინგზე,  სადაც  უამრავი ბავშვი იყო .  თან როგორც გაირკვა მომდევნო დღეებშიც ყოფილა კონკურსი. გადაუღეს ფოტოები, ვიდეო, დაუსვეს რაღაც კითხვები და სულ ეს იყო . ორი  კვირის შემდეგ კი გვითხრეს,  რომ  შეირჩა თქვენი გოგონა სარეკლამოდ და 23 ში კოსტიუმების მოსარგებად გელოდებითო, ‘’ ამბობს სოფიო    არსენიძის  დედა.


Share.

Leave A Reply