გოგი მეშველიანმა პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა

0

საქართველოს პარლამენტის წევრმა, ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოგი მეშველიანმა პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა.

„ძვირფასო პედაგოგებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს, გისურვებთ წარმატებებს , წინსვლას და კვლავ მრავალი ღირსეული თაობების აღზრდას!
თქვენი როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია, განათლება გადამწყვეტი ფაქტორია სტაბილური, დემოკრატიული, საზოგადოების ჩამოყალიბება-გაძლიერებისთვის , სწორედ თქვენ გაკისრიათ ყველაზე რთული მისია ქვეყნის მომავლის შენებაში. ქვეყნის წარმატებას განათლების ხარისხი განსაზღვრავს, ხოლო განათლების სისტემაში მთავარ როლს პედაგოგი ასრულებს და იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემა პასუხობდეს საერთაშორისო საგანმანათლებლო მოთხოვნებს, მნიშვნელოვანია პროფესიონალი მასწავლებლების არსებობა.
ბოლნისში ძალიან კარგი პედაგოგიური კოლექტივებია, რომლებიც წლების მანძილზე ზრდიან ღირსეულ თაობებს. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პედაგოგის პროფესია გახდეს მეტად დაფასებული .
გისურვებთ წარმატებებს!”


Share.

Leave A Reply