კომპანია ,,არემჯის“ დაფინანსებით ბოლნისზე წიგნი გამოიცა

0

8 ოქტომბერს „ბოლნისქალაქობა 2017“-ის ფარგლებში ბოლნისელი პეტრე დანელიას წიგნის – ,,ბოვნისი, კატერინენფელდი, ლუქსემბურგი, ბოლნისი“ პრეზენტაცია გაიმართა.  წიგნი, რომელიც ბოლნისის უძველეს  ისტორიას, გერმანელი კოლონისტების ჩამოსახლების ამბავს და კატერინენფელდის დაარსების ისტორიას მოგვითხრობს, კომპანია ,,არემჯის“ ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა.

წიგნი სამი ნაწილისგან შედგება და მისი გამოცემა  ქართულ-გერმანული ურთიერთობის 200 წლის იუბილეს ეძღვნება.


Share.

Leave A Reply