ქალთა ლატვიური ანსამბლი ,, ერა“, მგალობელ-მომღერალთა გუნდი ,,დიდგორი“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ფოლკლორული ანსამბლები კონცერტს გამართავენ

0

12 ოქტომბერს, ბოლნისის კულტურის სახლში ქალთა ლატვიური ანსამბლი ,, ერა“, მგალობელ-მომღერალთა გუნდი ,,დიდგორი“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ფოლკლორული ანსამბლები კონცერტს გამართავენ. ქალთა ლატვიური ანსამბლი ,,ერა“, რომელიც ქალაქ მაზსალაცას წარმოადგენს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საკონცერტო ტურნეს გამართავს. ,,ერას“ სასიმღერო რეპერტუარი მრავალმხრივია: ლატვიური ფოლკლორი, ჯაზი, თანამედროვე და ორიგინალური ნაწარმოებები. ანსამბლის საქართველოში სტუმრობის მთავარი მიზანია გააცნოს მსმენელს ლატვიური მუსიკალური კულტურა და საშემსრულებლო ოსტატობა. კონცერტი 18 საათზე დაიწყება, დასწრება თავისუფალია.


Share.

Leave A Reply