RMG ფიტარეთის მონასტრისკენ მიმავალი გზის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს

0

ტანძიიდან ფიტარეთის მონასტრისაკენ მისასვლელი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომელიც  კომპანია ,,არემჯის’’  სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამით ხორციელდება, დასასრულს მიუახოვდა.

18 სექტემბერს, ბოლნისის ეპარქიაში დაინტერესებულ მხარეებს შორის ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში, რამდენიმე კვირიანი ინტენსიური სამუშაოების შედეგად გაიწმინდა, მოიხრეშა, მოსწორდა და დაიტკეპნა 1 კილომეტრის და 200 მეტრი გზის მონაკვეთი. ასევე მოეწყო წყალამრიდი ნაგებობები.

აღნიშნულ ადგილზე წლების მანძილზე დაზიანებული  გზის გამო, ხშირად მაღალი გამავლობის ავტომობილებითაც შეუძლებელი იყო გადაადგილება, მთის ფერდობებიდან წამოსული წყლით  გზა სისტემატურად იტბორებოდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მონიტორინგის ქვეშ მიმდინარეობდა. მათი დასრულების შემდეგ, ტანძიიდან ფიტარეთის მონასტრისაკენ მისასვლელი გზაზე ადგილობრივი მოსახლეობისა და მონასტრის სტუმრებისათვის გადაადგილება უფრო მარტივი იქნება.


Share.

Leave A Reply