,,თანასწორობა იგებს“- პროექტის ფარგლებში პრეზენტაცია მოეწყო

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში  არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე წარმოადგენილი იყო კვლევის პრეზენტაცია, რომელიც ბოლნისში მაცხოვრებელი ქალების საჭიროებებს ეხებოდა. პრეზენტაციაზე მოწვეული იყვნენ საარჩევნო პროცესში ჩართული პოლიტიკური პარტიების,  არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის  წარმომადგენლები.

„ჟურნალისტთა ქსელმა გენდერული თანსწორობისთვის“ ამომრჩეველ ქალთა საჭიროებების იდენტიფიცირების და დადგენის მიზნით 2017 წლის 3 აგვისტოდან- 20 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს 8 რეგიონში კვლევა ჩაატარა.

ქვემო ქართლის რეგიონში ქალებთან შეხვედრები გარდაბნის, მარნეულისა და ბოლნისის სოფლებში ჩატარდა. შეხვედრაზე ამომრჩეველი ქალების საჭიროებების შესწავლა მოხდა. აღნიშნული კვლევის ჩატარების მიზანი ქალთა საჭიროებებზე პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების ინფორმირება იყო. დისკუსია ქალთა საჭიროებებზე გაიმართა პროექტის „დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას!“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. პროექტის მიზანია ამომრჩეველი ქალების საჭირობების გამოვლენა და არჩევნებში ჩართული ყველა მხარის ცნობიერების ამაღლება, რათა ხელი შეეწყოს 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალი ამომრჩევლების მონაწილეობის ზრდას.

,,სლოგანით „ქალის ხმა იგებს არჩევნებს“ განვახორციელეთ პროექტი. ძირითადი მიზანი იყო ქალთა საჭიროებების მოკვლევა. 72-ზე მეტი შეხვედრა გვქონდა საქართველოს მასშტაბით, 17 შეხვედრა ჩავატარეთ ბოლნისის მუნიციპალიტეტში. დღევანდელ შეხვედრაზე კი არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლებს გავაცანით ჩვენს მიერ მოკვლეული შედეგები. იმედი მაქვს, რომ ჩვენს მიერ მოკვლეული შედეგები დაეხმარებათ მათ სწორი კუთხით მუშაობაში,“ განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ მენეჯერმა ინგა ალავიძემ.


Share.

Leave A Reply