„გახდი შემდეგი“ ელენი ბასილაშვილის პრეზენტაცია სკოლებში

0

დაბა კაზრეთის №2 საჯარო სკოლის მოსწავლე, FLEX-ის პროგრამის გამარჯვებული ელენი ბასილაშვილი კალიფორნიის შტატში მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას  თანატოლებს უზიარებს. „გახდი შემდეგი“ ამ დევიზით ელენმა დაბა კაზრეთისა და ბოლნისის რამდენიმე სკოლაში პრეზენტაცია მოაწყო, ის თანატოლებს უყვება თუ რას ნიშნავს პროგრამაში ჩართვა და ამერიკაში მიღებული ცოდნა. FLEX-ი შესაძლებლობას აძლევს მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს მიიღონ მონაწილეობა პროგრამაში, გამარჯვების  შემთხვევაში ფინალისტს საშუალება ეძლევა სრულიად უფასოდ ისწავლოს ამერიკულ სკოლაში და იცხოვროს  მასპინძელ ოჯახში ერთი წელი. „ალბათ ყველას უოცნებია ამერიკაში წასვლაზე, ამერიკულ სკოლაში სწავლაზე ან უბრალოდ, ცხოვრების სტილის შეცვლაზე, სწორედ FLEX-ის პროგრამა შესაძლებლობას აძლევს სკოლის მოსწავლეებს აისრულონ ეს სურვილი სრულიად უფასოდ. მე ივნისში დავბრუნდი კალიფორნიის შტატიდან, სადაც გავატარე დაუვიწყარი ერთი წელი. ვისურვებდი, რომ ძალიან ბევრს გაუმართლოს, დაუფასდეს ცოდნა. FLEX-ი არ არის მხოლოდ ერთი წელი ამერიკაში, ის შესაძლებლობებს გვაძლევს მომავალი კარიერის ჩამოყალიბებაში, სასურველი უმაღლესი განათლების მიღებაში და მიზნების ასრულებაში“. -აღნიშნა bolnisi.ge-თან საუბარში ელენი ბასილაშვილმა.


Share.

Leave A Reply