,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ ატარებს ლიტერატურულ კონკურსს

0

  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“, სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შესაბამისად, ახორციელებს პროგრამას – ,,ახალგაზრდული ფესტივალი – 2017“, რომელიც მიზნად ისახავს  ახალგაზრდობის პოტენციალის გამოვლენას, მათი პიროვნული და კარიერული განვითარებისთვის შესაბამისი პირობების შექმნას და მასობრივ კულტურულ აქტივობებში ჩართვას.                            

მასობრივ კულტურულ ღონისძიებებში ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩასაბმელად სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ ატარებს ლიტერატურულ კონკურსს – ,,ჩვენი თავგადასავალი“ და კონკურსს დამწყები მხატვრებისთვის – ,,შექმენი შენი კალენდარი“. ორივე კონკურსის მიზანი მთელი საქართველოს მასშტაბით ნიჭიერი პროზაიკოსების და მხატვრების აღმოჩენის გარდა, არის ის, რომ მოზარდების ხელით შეიქმნას წიგნი, რომელიც უსინათლო და მცირემხედველი თანატოლებისთვის იქნება განკუთვნილი.                                          

 ,ჩვენი თავგადასავალი“ და ,,შექმენი შენი კალენდარი“ ოთხი წელია სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმართება და მიზნად ისახავს შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მოზარდების წარმოჩენას და ახალგაზრდებში მწერლობის და მხატვრობის პოპულარიზაციას. 

ორივე კონკურსი ერთსა და იმავე დროს,  ერთ სივრცეში 17-20 ნოემბერს დაბა ბორჯომში გაიმართება, სადაც მონაწილეები ლიტერატურულ და სამხატვრო მარათონში ჩაერთვებიან.                                           

 პირველ დღეს მხატვრებს კენჭისყრით შეხვდებათ წელიწადის რომელიმე თვე, ხოლო პროზაიკოსებს მიეცემათ საკვანძო ფრაზა, რაზეც მოთხრობა უნდა ააგონ. პარალელურად, კონსულტანტები ჩაატარებენ პროფესიულ მასტერკლასებს.    

19 ნოემბერს  ღია ცის ქვეშ სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“, მოწვეული კონსულტანტებისა და სპონსორების მიერ შერჩეული ნამუშევრები გამოიფინება.


Share.

Leave A Reply