წმინდა ქეთევანის წმინდა ნაწილებს ბოლნისში ჩამოაბრძანებენ

0

დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები  საქართველოშია, ის ყველა ეპარქიას მოივლის.  19 ოქტომბერს კი რამდენიმე დღით ბოლნისის ეპარქიაში ჩამოაბრძანებენ. წმინდანის ნაწილები ცურტავის წმინდა ქეთევანის სახელობის დედათა მონასტერში დაივანებს, სადაც   ღვთისმსახურება აღევლინება, ხოლო 20 ოქტომბერს, დილის ლოცვის შემდეგ, ბოლნელი მთავარეპისკოპოსის მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით წმინდა ნაწილებს ბოლნისში გადმოაბრძანებენ. ბოლნისის საზოგადოება ხატებით, ჯვრებით, დროშებით ხელდამშვენებული შეხვდება წმინდანის ნაწილებს. 20 ოქტომბერს, 14 საათზე  მოეწყობა სახალხო მსვლელობა მუნიციპალური რიტუალების სახლიდან ბოლნისის სიონის ჩასახვევამდე. რის შემდეგაც დიდმოწამე ქეთევანის წმინდა ნაწილები სიონის საკათედრო ტაძარში დაბრძანდება, 21 ოქტომბერს,  ღვთისმსახურების შემდეგ, დმანისის ეპარქიაში გადააბრძანებენ.


Share.

Leave A Reply