დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ბოლნისშია

0

დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ბოლნისის ეპარქიაში გუშინ ცურტავის დედათა მონასტერში არსებულ წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ეკლესიაში მიაბრძანეს. ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა, სასულიერო პირებმა და მრევლმა დღეს ქალაქ ბოლნისის ცენტრალურ ქუჩაზე სახალხო მსვლელობა მოაწყო და წმინდა ნაწილები სიონის საკათედრო ტაძარში მიაცილა.
ამ წუთებში სიონში პარაკლისი აღევლინება.
ხვალ, 21 ოქტომბერს, დილის 10 სათზე წირვა ჩატარდება, რომლის დასრულების შემდეგ დიდმოწამე დედოფლის წმინდა ნაწილებს დმანისისა და ტაშირის ეპარქიაში მიაბრძანებენ.


Share.

Leave A Reply