ბოლნისში, ისევე როგორც მთელს საქართველოში „ქართულმა ოცნებამ“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა

0

ბოლნისში, ისევე როგორც მთელს საქართველოში „ქართულმა ოცნებამ“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.
„მინდა ჩვენს ამომრჩეველს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო, მათ მიერ გამოცხადებული ნდობა ჩვენთვის დიდი სტიმულია , კვლავ გავამართლებთ მათ იმედებს.
განსაკუთრებული მადლობა ჩვენს აქტივს და შტაბის წევრებს თავდაუზოგავი შრომისთვის , მათი საქმისადმი პროფესიონალური მიდგომის შედეგია დღევანდელი დღე. მიხარია , რომ ეს ადამიანები ჩემი გუნდის წევრები არიან. ბოლნისს ხალხის მიერ არჩეული მერი და საკრებულოს წევრები ჰყავს. ვულოცავ დავით შერაზადიშვილს და არჩეულ დეპუტატებს ამ მნიშვნელოვან მხარდაჭერას. მჯერა, რომ ჩვენ ყველა ერთად, კიდევ ბევრ წარმატებას მივაღწევთ ბოლნისის უკეთესი მომავლისთვის.” – განავცახა საქართველოს პარლამენტის წევრმა, ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა.


Share.

Leave A Reply