,,თამარიონმა” და ,,სიონმა” რუსთავში საიუბილეო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

0

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა ,,თამარიონი” და ,,სიონი” ქალაქ რუსთავში საიუბილეო საღამოზე მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება ქვემო ქართლის ქორეოგრაფიული კავშირის თავმჯდომარის ნოდარ აბულაძის 60 წლის იუბილეს მიეძღვნა, სადაც გარდა ზემოთაღნოშნული ანსამბლებისა, მონაწილეობას იიღებდნენ ჩვენს რეგიონში მოღვაწე სხვა ანსამბლებიც.

ანსამბლები ტრანსპორტით უზრუნველყო ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.

,,როგორც ქვემო ქართლის ქორეოგრაფიული კავშირის წევრს შემოგვთავაზეს მონაწილეობა აღნიშნულ საღამოზე. მინდა ავღნიშნო, რომ ანსამბლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი სახის ღონისძიებებში ჩართვა, სადაც ანსამბლები მეგობრდებიან. ბატონი ნოდარი ესწრებოდა ჩემს კონცერტებს და ერთ-ერთ სოლო კონცერტზე მისი შვილი წამყვანიც გახლდათ”- თამარ რეხვიაშვილო, ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,თამარიონის” დამფუძნებელი.

,,ჩვენც ასევე ვართ ამ კავშირის წევრები და ვფიქრობ, რომ აუცილებელია მონაწილეობის მიღება. ბავშვები იღებენ პრაქტიკას, გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს. რაც მეტად გამოვლენ დიდ სცენაზე უკეთესია”-ბესო ტოგონიძე ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,სიონის” ქორეოგრაფი.


Share.

Leave A Reply